ალექსანდრე გოგინავა: „მაიმუნის ყვავილს“ ფართომასშტაბიანი პანდემიის გამოწვევის უნარი არ აქვს
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ ფართომასშტაბიანი პანდემიის გამოწვევის უნარი არ აქვს.
„საქართველოში დადასტურებულ შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა, როგორც ვიცი, არ იყო მძიმე. საშუალო სიმძიმის პაციენტი იყო და უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ დაავადებას არ აქვს უნარი, რომ ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს. ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გლობალური პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის დროს იყო“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.