ნიკა მელია: 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება, ეს არის ევროპული მომავალი.

„სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი, როგორც თავად ამბობს. მოდის საქართველოში იმისთვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე. და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას? არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას. პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ რომელ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია? 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს. აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება, ეს არის ევროპული მომავალი. 20 ივნისს 20 საათზე რუსთაველზე“, – წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. ამასთან, პრეზიდენტმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს, მათ მიერ დაანონსებული მარშის გადადებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები