ალეკო ელისაშვილი: 17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ლოგიკური არაა?

17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე, ლოგიკური არაა? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, საქართველო და წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ.

„20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ იმასთან არ მივალ“ – ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას“ ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები