მომავალში, უკრაინა ყოველთვის მზად უნდა იყოს რუსეთის მორიგი შემოჭრის მოსაგერიებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიური მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ნებისმიერი შემოჭრისთვის. ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას და აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დავეყრდნობით პრინციპს – ყოველთვის მზად იყავით რუსეთის მხრიდან შემოჭრის რისკისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.