შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმთან დაკავშირებით კამპანია დაიწყო

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯენმა დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩასატარებლად დღეს კამპანია დაიწყო.

ამის შესახებ AP წერს.

სტარჯენი მიიჩნევს, რომ დროა, საკითხი გადაიხედოს.

”ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა – ბრექსიტი, COVID, ბორის ჯონსონი – დროა, ჩამოვაყალიბოთ განსხვავებული და უკეთესი ხედვა,” – თქვა მან და დამოუკიდებლობის სასარგებლო პირველი სამთავრობო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა და მაშინ მოსახლეობის 55%-მა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში სურს დარჩენა.

მაგრამ სტარჯენი ამბობს, რომ 2014 წლიდან ვითარება შეიცვალა და მთავარია ის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, რასაც შოტლანდიელთა უმეტესობა ეწინააღმდეგება.

შოტლანდიის პირველი მინისტრი ამბობს, რომ სურს, მეორე რეფერენდუმი 2023 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ეს მოითხოვს “მწვანე შუქს” ბრიტანეთის მთავრობისგან, რომელიც ახალ რეფერენდუმს ეწინააღმდეგება.

„2014 წელს რომ გვცოდნოდა, რაც ახლა ვიცით, თუ რა გზით წავიდა დიდი ბრიტანეთი, ეჭვიც არ მეპარება, რომ შოტლანდია მაშინ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა”, – თქვა ნიკოლა სტარჯენმა.

გაერთიანებული სამეფოს მიერ განვლილი გზის შესახებ ეჭვი არ მეპარება, რომ შოტლანდია მაშინ მისცემდა ხმას,“ – თქვა სტერჯენმა.

მან ბორის ჯონსონის მთავრობას მოუწოდა გამოსცეს სპეციალური ბრძანება, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კანონიერად ჩატარების საშუალებას იძლევა და დასძინა, რომ მზად არის პირობები ჯონსონთან განიხილოს.

ჯონსონის ოფისმა წინადადება კვლავ უარყო.

როგორც ბორის ჯონსონის სპიკერმა თქვა, „ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ახლა არ არის დრო, ვისაუბროთ კიდევ ერთ რეფერენდუმზე“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები