ევროკავშირი “მაიმუნის ყვავილის” ვაქცინის 110 ათას დოზას შეიძენს

ევროკავშირი “მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგო ვაქცინის 110 ათას დოზას შეიძენს, შესაბამისი შეთანხმება შესაძლოა, 16 ივნისს გაფორმდეს.

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, – წერს dpa.

მოსალოდნელია, რომ შეკვეთილი დოზების პირველი პარტია ევროკავშირისთვის უკვე ივნისის ბოლომდე იყოს მიწოდებული.

კირიაკიდესმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, ამჟამად, “მაიმუნის ყვავილის” 900 შემთხვევაზეა ცნობილი, ხოლო მსოფლიოში – 1400-მდე.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელ მწარმოებელთან დაიდო ხელშეკრულება და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაზე თუ უკვე ადაპტირებულ პრეპარატზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები