რუსეთში მინის წარმოება მკვეთრად შემცირდა
რუსეთში მინის წარმოება, რომელიც ძირითადად მშენებლობაში გამოიყენება, 30%-მდე შემცირდა.
ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყების მეტალურგიისა და მასალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, რომან კუპრინმა გამოფენა “მინის სამყარო”-ზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, მაისში მინის წარმოების შემცირება, პირველ ყოვლისა, სამშენებლო მოცულობის შემცირებას უკავშირდება.
ასევე, მისი თმით, წლის პირველ ოთხ თვეში წარმოება 20%-ით შემცირდა.
მშენებლობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომაკინმა RBC-თან საუბარში აღიარა, რომ ბევრი დეველოპერი არა მხოლოდ საცხოვრებლის, არამედ ბიზნეს ცენტრებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის ახალ პროექტებს არ იწყებს.
აღინიშნება, რომ რუსეთში წარმოებული მინის 30% ექსპორტზე გადიოდა, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მეხუთე პაკეტის ფარგლებში, 10 ივლისს ძალაში შედის ევროპის ქვეყნებისთვის მინის მიყიდვის აკრძალვა.
გარდა ამისა, რუბლის გამყარების გამო, გართულებულია საექსპორტო გაყიდვები აზიის ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი.