რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ
რომის პაპი, ფრანცისკე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომია გამოცხადებული.
ამის შესახებ გამოცემა La Stampa იტყობინება.
„რამდენიმე წლის წინ თავში მომივიდა აზრად, რომ მეთქვა, ნაწილ-ნაწილ მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ. დღეს კი მივიჩნევ, რომ მესამე მსოფლიო ომი გამოცხადდა“, – თქვა პონტიფიკოსმა.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ემართება კაცობრიობას, „რომელმაც საუკუნეში სამი მსოფლიო ომი გადაიტანა“.