რომში დიდი კარიბჭის თაღის ფრაგმენტი ჩამოინგრა

რომში ავრელიანეს კედლის აღმოსავლეთის დიდი კარიბჭის – პორტა-მაჯორეს ფრაგმენტი ჩამოინგრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Rai ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მოხდა.

რომის მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლებმა, ინციდენტის ტერიტორია შემოსაზღვრეს და ლაბიკანის მოედანთან ადამიანების გადაადგილება ჩაკეტეს.

აღინიშნება, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, უახლოეს მომავალში, ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები თაღის მდგომარეობას შეისწავლიან.

დიდი ანუ პრენესტინის კარიბჭე იყო ძველი რომის ერთ-ერთი აღმოსავლეთის კარიბჭე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები