ირაკლი ზარქუა: ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები – პოდოლიაკი და არესტოვიჩი, ანუ მათ უკან რუსეთი დგას?

“კელი დეგნანს მინდა, შევახსენო, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები, ანუ მათ უკან რუსეთი დგას?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

„მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა, შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ – რა ცუდია, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ, ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა?”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, კელი დეგნანის თქმით, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები