“არ შეგვიძლია, უკრაინას “უარი” ვუთხრათ” – ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ Kurier-ი წერს.

“უკრაინელები იცავენ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ამის გათვალისწინებით, ისინი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ითხოვენ, ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ “არა”, – თქვა ტიმერმანსმა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირში შესვლის ვადების დასახელება შეუძლებელია და დასძინა, რომ კარგად ესმის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთება ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ძალიან სწრაფად მიღების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები