ოკუპანტებმა ოდესის რეგიონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი რაკეტა “ონიქსი” ანექსირებულ ყირიმში მდებარე სანაპირო სარაკეტო სისტემიდან იყო გაშვებული.
„სამხრეთის“ ცნობით, რაკეტები შავ ზღვაზე საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის ძალებმა გაანადგურეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge