რუსეთი უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის გამოცდით ომის წარმართვის ყველა წეს-ჩვეულებას და ტრადიციას არღვევს, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.
მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინაში საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ იარაღების ფართო სპექტრს იყენებენ.
“უფრო მეტიც, მათ კიდევ აქვთ იარაღის ნაწილი შესამოწმებელი, გამოსაკვლევი. ისინი იყენებენ ამ ომს ახალი ტიპის იარაღების შესამოწმებლად და ეს ყველაფერი აქ გამოიყენება. მათი იარაღის ნაწილი აქ “წარმატებით” გამოიყენება, ზოგიერთი კი ხარისხობრივი მახასიათებლებით ზედმეტად გაბერილია. სამწუხაროდ, რუსეთი არღვევს ომის ნორმებს და წესებს“, – განაცხადა მალიარმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსული არმია უკრაინულს პერსონალისა და იარაღის რაოდენობით „რამდენჯერმე აღემატება“, პარიტეტული პასუხისთვის კი უკრაინას იარაღი სჭირდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge