უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს, მაგრამ იმ პირობით, რომ ოკუპანტს ნამდვილად სურს ომის დასრულება.
ამის შესახებ მან ZDF-თან ინტერვიუში თქვა.
“ისეთი საუბრების დროს არ გვაქვს, რომლებიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ეჭვი არ გვეპარება და ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად,” – განმარტა ზელენსკიმ.
მანამდე, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი აუცილებლად მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, მაგრამ არა დღეს და არა რუსეთის პირობებით.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge