ზელენსკი მოუწოდებს შოლცს, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნების მცდელობაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ძალისხმევა კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში ბალანსი შეინარჩუნოს.

„მან (შოლცმა) და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება: არ უნდა მოხდეს ბალანსის შენარჩუნების მცდელობა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს მოუწოდა, რომ უკრაინასთან ურთიერთობაში უფრო ცალსახა იყოს.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ბერლინის მიდგომა, რომელიც მოითხოვს ურთიერთობების გაგრძელებას კიევთან და მოსკოვთან, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბერლინს, არასწორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები