ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, უკრაინელი სამხედროები ქალაქში ბლოკირებულები არ არიან.
„ყველა ხიდი დაინგრა, მაგრამ სევეროდონეცკი არ არის ბლოკირებული, არის კომუნიკაცია ქალაქთან. რაშისტებმა სრულად ვერ აიღეს სევეროდონეცკი, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ. რეგიონულ ცენტრამდე მიმავალი ყველა ხიდი დაინგრა. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა უკიდურესად რთულ პირობებში იმყოფება“, – განაცხადა გაიდაიმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინელ დამცველებს საშუალება აქვთ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნონ.
„ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია. გარდა ამისა, რუსები აგრძელებენ ძლიერ თავდასხმას ლისიჩანსკზე“, – განაცხადა გაიდაიმ.