GORBI: გამოკითხულთა 69,8% ეთანხმება მთავრობის პოზიციას, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69,8% ეთანხმება მთავრობის პოზიციას, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს.
„ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას. ეთანხმებით თუ არა ამ ნაბიჯს? აღნიშნული კვლევითი ცენტრის მიერ დასმულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა:
- ეთანხმება: 69,8%
- არ ეთანხმება: 27,1%
- არ ვიცი/უარი პასუხზე: 3,1%
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.