GORBI: გამოკითხულთა 28.5% მიიჩნევს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობაა“ დაინტერესებული

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 28.5% მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნით ყველაზე მეტად დაინტერესებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

რაც შეეხება დანარჩენ შედეგებს კითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე მეტად დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან, ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი – 12,4%;
  • აშშ – 12,4%;
  • უკრაინის ხელისუფლება – 8,6%;
  • საქართველოს ხელისუფლება – 2,1%;
  • ევროკავშირი – 1,2%;
  • არც ერთი – 12,6%
  • არ ვიცი – 22,2%

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები