ჯონ კირბი: პუტინმა უკრაინაში შეჭრისას სურსათის საკითხი იარაღად აქცია
სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრისას სურსათის საკითხი იარაღად აქცია. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარტნიორი ქვეყნები მუშაობენ საექსპორტო ბლოკადის დასაძლევად, რომელიც გლობალურ დონეზე სურსათის დეფიციტს იწვევს.
„პუტინმა სურსათი იარაღად აქცია. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან და გაეროსთან, რათა ვიპოვოთ გზები, რომ შევძლოთ მარცვლეულის გატანა ბაზრებზე“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
კირბიმ აღიარა, რომ რუსეთის საექსპორტო ბლოკადა გლობალურ გავლენას მოახდენს.
„ამას ალბათ აქაც ვიგრძნობთ, რის გამოც ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ალტერნატიული გზები ამ მარცვლეულის ნაწილის გამოსატანად“, – აღნიშნა კირბიმ.