უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდება და იქ უკრაინული დროშა კვლავ აფრიალდება.
ამის შესახებ მან “ტელეგრამის” არხზე დაწერა.
“მარიუპოლის პრორუსი ტერორისტებისაგან განთავისუფლების მერვე წლისთავზე, ჩვენ ისევ ვიბრძვით მისთვის და მთელი უკრაინისთვის. როგორც მაშინ, 2014 წელს, მარიუპოლი ისევ თავისუფალი იქნება. იქ უკრაინის დროშა დაბრუნდება, ისევე – როგორც ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც ოკუპანტები მოვიდნენ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ხალხი!“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2014 წელს მარიუპოლი დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის ბოევიკების კონტროლის ქვეშ ერთი თვის განმავლობაში იყო.