უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტების შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში, საჰაერო დარტყმით, რუსი ოკუპანტების შტაბი გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ეროვნულმა გვარდიამ დრონის დახმარებით მტრის შტაბი, საბრძოლო მასალის საწყობი, რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირების ადგილი გამოავლინა და ინფორმაცია შეიარაღებულ ძალებს გადასცა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა სამიზნეები წარმატებით გაანადგურეს სამიზნე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საჰაერო დარტყმის შედეგად, განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი, თვითმავალი, მსუბუქი ავტომობილი – ე.წ. Z-მობილი, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა, ორი სამხედრო სატვირთო მანქანა, მათგან ერთზე საბრძოლო ტვირთი იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები