La Stampa: ევროკომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე, კიევში შოლცი, მაკრონი და დრაგი ჩავლენ

იტალიის პრემიერმინისტრი – მარიო დრაგი, გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან.

ამის შესახებ La Stampa წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიზიტის მიზანია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.

ლიდერების ვიზიტი უკრაინის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე შედგება. ევროკომისიის დასკვნა 23-24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდება.

Bild-მა ანალოგიური ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, თუმცა, გამოცემისთვის თარიღი უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები