სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყო, 36.2 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წელს. ხოლო იმპორტი 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი, 37.3 პროცენტით მეტი გასულ წელზე.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.