“ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ” – ლუგანსკის ადმინისტრაცია
რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის, დაახლოებით, 70%-ს აკონტროლებენ.
ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
„იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ ბრძოლა შესაძლოა, გაგრძელდეს მხოლოდ ერთი ქუჩის კი არა, არამედ, ერთი მრავალსართულიანი შენობისთვის”, – თქვა მან.
მისი თქმით, დაბომბვების გამო, ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა შეუძლებელია.
სამხედროები დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაყვანას ახერხებენ.
მისი ინფორმაციით, “აზოტის” ქარხანაში 500-მდე ადამიანი იმყოფება, მათგან 40 ბავშვია.