“კიევის რეგიონზე რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის საფრთხე არსებობს” – კულება

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება აცხადებს, რომ კიევის რეგიონის სასაზღვრო სიმაგრეები კარგად არის აღჭურვილი და არის საიმედო.

ამის შესახებ ის Telegram-ში წერს.

„კიევის რეგიონის სასაზღვრო სიმაგრეები და თავდაცვის ერთ-ერთი ხაზი შევამოწმეთ. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოზიციები აღჭურვილია, ფორტიფიკაციები საიმედოა, თავდაცვის ძალების წვრთნა სისტემატურად მიმდინარეობს. მადლობა ჩვენს სამხედროებს კარგი მუშაობისთვის”, – წერს კულება.

მას ასევე დასძინა, რომ კიევის რეგიონზე რუსეთის განმეორებითი თავდასხმის საფრთხე არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არ მოიგებს.

„კიევის რეგიონი მზად არის, მტერს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები