უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის ორი მარშრუტი შეიმუშავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დმიტრი სენიკის განცხადებით, უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად ორი მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც პოლონეთსა და რუმინეთზე გადის.

ამის შესახებ მან Reuters-ს განუცხადა.

სენიკის თქმით, ექსპორტისთვის მესამე დერეფნის შექმნაზე კიევი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ამასთან, დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის მარცვლეულია გადატანილი ან რამდენი იგეგმება, მან არ დააკონკრეტა.

„იდეალური მარშრუტები არ არის, რადგან გარკვეულ შეფერხებებს ქმნიან, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მარშრუტების განვითარებისთვის“, – თქვა სენიკმა.

მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას ახლა საფრთხე ემუქრება, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა, რამაც, თავის მხრივ, ფართო დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები