უკრაინისთვის მძიმე დღეებში არესტოვიჩი ქალაქგარეთ, კლუბში ისვენებს (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სპიკერი, ალექსეი არესტოვიჩი კიევის რაიონის ელიტარულ დასასვენებელ კომპლექსში შენიშნეს.
ვიდეოს, რომელსაც ერთ-ერთი დამსვენებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
უკრაინული „ტელეგრამარხი“ ვიდეო ავრცელებს აღწერით:
„დამამშვიდებელი ვიდეოების ჩაწერის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სპიკერი, ალექსეი არესტოვიჩი კიევის გარეუბანში, ელიტარულ დასასვენებელ კლუბში ისვენებს. ვიდეო დამსვენებლის მიერ პარასკევს არის გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ამ დროს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მძიმე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.“