უკრაინის გენერალური შტაბის ჩინოვნიკმა საცხოვრებელ რაიონში ცეცხლი გახსნა

კიევში ინციდენტი, მოხდა რომლის შედეგადაც გენერალური შტაბის ჩინოვნიკმა საცხოვრებელ რაიონში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრი,  ალექსეი რეზნიკოვი ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან აღნიშნული ჩინოვნიკის მიმართ გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა.

„პარასკევს კიევში ინციდენტი მოხდა, რომელზეც მსურდა დაუყოვნებლივ მქონოდა რეაქცია არა მხოლოდ როგორც მინისტრს და მოქალაქეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემხრობოდა იარაღის მიმოქცევის ლეგალიზაციას და სათანადო რეგულირებას. არამედ როგორც მამას და ბაბუას…

თუ დადგენილი წესით დადასტურდება ფაქტები, რომ თანამდებობის პირის მოქმედების შედეგად წარმოიშვა სერიოზული საფრთხე, კერძოდ ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე, ყველაფერი გაკეთდება სამართლიანი დასჯისთვის.

როდესაც სამხედრო პოზიციაზე მყოფი პირი, რომელსაც აქვს სამხრეები და სპეციალურ ფორმაშია ჩაცმული, გამოიყენებს იარაღს დედაქალაქის საცხოვრებელ უბანში, ამას რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა და როდის მოხდა.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, გენერალური შტაბის თანამშრომელი იარაღით დაემუქრა კიევში საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომლებს და მოსახლეობას მას შემდეგ, რაც ისინი იქ ავარიაში მოჰყვნენ.

კერძოდ მან იარაღიდან გაისროლა და კინაღამ კორპუსის წინ მოსეირნე მცირეწლოვან ბავშვებს მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები