მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს წინ ანტისაომარი აქცია ჩატარდა

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს წინ ანტისაომარი აქცია ჩატარდა, აქციაზე შეკრებილებმა უწყების წინ „სისხლიანი“ სამფერიანი დროშა წარწერით – „დღეს ჩემი დღე არ არის“ – გამოფინეს. ცნობილია, რომ მოსკოველმა ანონიმურმა მხატვრებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ აქცია რუსეთის დღეს დაემთხვა.

დღესასწაული, რომელსაც ასევე უწოდებენ “რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს”, აღინიშნება 12 ივნისს, 1990 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების დღეს.

„სახელმწიფო სატელევიზიო არხების გამარჯვების ცნობები, გამოკითხვების ინფოგრაფიკა, რომელიც „საომარ მდგომარეობაზეა“  მორგებული და იარაღის ლულით საფეთქელზე მიბჯენის ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმი მხოლოდ ახალი „რუსული მშვიდობის“ საჩქაროდ შეთითხნილ სამფერიან ილუზიას ქმნის, სადაც ყველა ჩვენგანი მისი გამტარია.

ეს ცრუ ოპტიკაა. დღეს ჩვენი დღე არ არის. ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მალე ვიზეიმებთ – გახდება ამპერიული ამბიციებისგან გათავისუფლების დღე“, – აღნიშნულია ანონიმური მხატვრების  განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები