12 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, სულ მცირე 287 ბავშვი დაიღუპა და 508 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. შემთხვევათა უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, შემდეგ ხარკოვსა და კიევში.