კიმ ჩენ ინმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს მხარი დაუჭირა

ჩრდილო კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის დღე მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ მის ქმედებებს მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მისალოც „ტელეგრამში“, რომელიც გამოქვეყნებულია ჩრდილო კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ცტაკ“-ის მიერ. 

„თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ რუსი ერი მამაცად უმკლავდება არსებულ ყველა დაბრკოლებას და სიძნელეს, აღწევს დიდ წარმატებას სამართლიან საქმეში ღირსების დასაცავად, ქვეყნის განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის, რასაც ჩვენი ერი სრულიად უჭერს მხარს“, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში.

კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კარგი სამეზობლო ურთიერთობები რუსეთთან და გამოაცხადა, რომ რესპუბლიკის მტკიცე პოზიციაა გააფართოოს და განავითაროს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ-კორეული მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ახალ გარდამტეხ ფაზაში გადავიდა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ 2019 წელს ვლადივასტოკში, მომავალში უფრო გამტკიცდება და განვითარდება ყველა სფეროში“, – აღნიშნა ჩდილო კორეის დიქტატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები