კისლიცა: ოქროს, მძიმე ჯვრები პუტინს ვერ უშველის
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ პუტინსა და სხვა სამხედრო დამნაშავეებს „ღვთის რისხვისგან“ არაფერი იხსნის.
აღნიშნულის შესახებ კისლიცამ ნიუ-იორკში, წმინდა პატრიკის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპულებისთვის მიმდინარე პანაშვიდის დროს განაცხადა.
„ათასობით უკრაინელი ქალი და კაცი დადგა საკუთარი ერისა და შვილების მომავლის დასაცავად, პირდაპირ ვიტყვი, ისინი ამით მთელი ევროპის კონტინენტს იცავენ და არა მხოლოდ. ისინი მტერს ებრძვიან. მტერს, რომელიც მოსაკლავად, გასანადგურებლად, მოსაპარად და დასამცირებლად მოვიდა. მტერი რომელიც არ განასხვავებს სამხედროსა და სამოქალაქო პირს. მტერი ვერ გრძნობს თავის თავს შეზღუდულს რაიმე ნორმებით და წესებით… ვერც დიდება, ვერც ჯარი, ვერც სიმდიდრე ვერ გადაარჩენს ბოროტ პუტინს და მის მიმდევრებს ღვთის რისხვისგან. ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ღმერთი ზედმეტად მოსიყვარულეა, რომ ბოროტები განსაჯოს. პუტინი და მისი თაყვანისმცემლები შესაძლოა მძიმე, ოქროს ჯვრებს ატარებდნენ და წრეზე იარონ შამანებთან. მე პუტინის შიკრიკი გავაფრთხილე: „სამხედრო დანაშაულისთვის არ არსებობს განსაწმენდელი, ისინი პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდიან“ მან არაფერი მოინანია“, – განაცხადა კისლიცამ.