ჯო ბაიდენი: აშშ-ის მონაცემები ცხადყოფდა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებდა – ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიცი, რომ ბევრს ეგონა, რომ შესაძლოა ვაჭარბებდი. აშშ-ს ჰქონდა მონაცემები, რომელიც ცხადყოფდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი [უკრაინაში] შეჭრას აპირებდა. ეს უეჭველი იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
უკრაინა, ბაიდენი