გერმანიის კანცლერი სერბეთის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი  ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად გამოვავლინოთ სოლიდარობა და დავეხმაროთ უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენი მოლოდინით, ამ სანქციებს მხარი უნდა დაუჭიროს ყველა მათგანმა, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – განაცხადა შოლცმა დასავლეთ ბალკანეთში ვიზიტისას.

ამასთან, როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, შოლცმა „გადამწყვეტი, მკაფიო და მკაცრი“ სახით მოითხოვა, რომ სერბეთი სანქციებს შეუერთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები