ავსტრიის კანცლერი – უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ სხვა განმცხადებლებსაც მიენიჭებათ

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერის აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ იგივე სტატუსი სხვა განმცხადებლებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას მიენიჭებათ.

„ავსტრიისთვის ეს არის „პირობა“, რომ თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, „იგივე უნდა ეხებოდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას რესპუბლიკას“, – განაცხადა ნეჰამერმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ნეჰამერმა განმარტა, ეს წინადადება არა მისგან, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები