ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსეთთან დათმობაზე წასვლა არ სურს

საფრანგეთს არ სურს რუსეთთან დათმობაზე წავიდეს და სურს, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომი უკრაინამ მოიგოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინამ და აღმოსავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ემანუელ მაკრონი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის დამცირება არ უნდა მოხდეს, რათა შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გადაწყვეტის გამოძებნა.

„როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. პრეზიდენტის ნათქვამში არ არის დათმობაზე წასვლის სულისკვეთება. რასაც პრეზიდენტი ამბობს, როდესაც ის პირდაპირ ესაუბრება მას [პუტინს], ეს არ არის კომპრომისი, არამედ იმის თქმა სურს, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ სიტუაციას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები