კარა მაკდონალდი: ამერიკიდან გზავნილი გახლავთ ჩვენი ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტს

ჩემი გზავნილი და გზავნილი ამერიკიდან გახლავთ ჩვენი ძალიან ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათი გზავნილი არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩ დეგნანს და მის გუნდს საქართველოში მიღებისა და დახვედრისთვის. ასევე, მსურს, ძალიან გულთბილი დახვედრისა და მიღებისთვის მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, მათ, ვისაც შევხვდი დღეს. მე გახლავართ კარა მაკდონალდი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხების მიმართულებით. ჩემი გზავნილი და გზავნილი ამერიკიდან გახლავთ ჩვენი ძალიან ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროპული მომავლისთვის. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს. ჩვენ ვიცით, რა არის საჭირო ამისთვის. ეს არის გზა მისწრაფებებისკენ, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს დიდ შრომას. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვიყავით ნაწილი მთელი ამ ძალისხმევისა და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები