საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.