რუსეთში აღიარებენ, რომ სანქციების სრული ეფექტი ჯერ არც გამოვლენილა
რუსეთის ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციების ეფექტი, ჯერჯერობით, მოსალოდნელზე ნაკლებად მწვავეა, მათი სრული ეფექტი ჯერ არ გამოვლენილა.
ამის შესახებ მან მარეგულირებლის დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ ვხედავთ, რომ ექსპორტი ისე არ შემცირებულა, როგორც თავდაპირველად ველოდით. და დიახ, ალბათ, სანქციების შედეგები ნაკლებად მწვავეა, ვიდრე ველოდით. ეს ასევე აჩვენებს კომპანიების ადაპტაციის უნარს. მაგრამ, ამჟამად იმაზე საუბარი, რომ სანქციების სრული ეფექტი გამოვლენილია – ნაადრევია“, – თქვა მან.