გია ვოლსკი: მაშინ, როდესაც ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია

იმ განცხადებებითა და განწყობებით, რაც მოვისმინეთ და რის კულტივირებასაც ახდენს ოპოზიცია, რასაკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დესტაბილიზაციას ადგილი ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს აქციის გამართვა სირცხვილია.

“სირცხვილია აქცია 20 ივნისს – მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია. სირცხვილია ისეთი კონსპირაცია, რომელიც უკვე თვეებია, გრძელდება. იმ განცხადებებითა და განწყობებით, რაც მოვისმინეთ და რის კულტივირებასაც ახდენს ოპოზიცია, რასაკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დესტაბილიზაციას ადგილი ჰქონდეს. სირცხვილია, რომ ამ სტრატეგიის საბოლოო წერტილის დასმას აპირებენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამარცხვინო მდგომარეობას, რაშიც “ნაცმოძრაობა” და მისი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ, საზოგადოება სწორად შეაფასებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები