გერმანიაში, სკოლასთან მამაკაცი ბავშვსა და ქალს დანით დაესხა თავს

გერმანიის ქალაქ ესლინგენის ერთ-ერთ სკოლასთან მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა.

პორტალ SWR-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 7 წლის გოგონა და მისი 61 წლის მასწავლებელი დაიჭრა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი სკოლა არდადეგებზე ბავშვებზე ზრუნავს, ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია, როგორი კავშირია ქალს, ბავშვს და თავდამსხმელს შორის, რადგან სკოლაში ამჟამად ბავშვები არ იმყოფებიან.

თავდამსხმელი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის, ძალოვანები არც იმას გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა, ჯერ კიდევ სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.

დაწყებულია ფართომასშტაბიანი ოპერაცია, ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო.

რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები