პოლონეთში “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა
პოლონეთში “მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძიელსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დაახლოებით, ათამდე საეჭვო შემთხვევა გვქონდა, სინჯები გამოკვლევის სტადიაზეა. 10 ივნისი არის დღეს, როდესაც პირველი შემთხვევა გამოვლინდა”, – თქვა ნეძიელსკიმ.
თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ვოიცეხ ანდრუსიევიჩმა განაცხადა, რომ ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში იზოლაციაშია.