ამირან გამყრელიძე – “მაიმუნის ყვავილზე”: ჯერჯერობით, არ გახლავთ რეკომენდაცია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არის რეკომენდაცია, რომ “მაიმუნის ყვავილის” პრევენციის მიზნით ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაზე ინფექციის ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა და პასუხი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

“სამი ასეთი სავარაუდო შემთხვევა იყო, ორი გამოირიცხა და ერთ შემთხვევაზე, სადაც მეტი ეჭვი იყო, მიმდინარეობს ღრმა კვლევა. ალბათ, ამ კვირის განმავლობაში უნდა გვქონდეს პასუხი. ჩვენთან სამივე პაციენტი იყო მსუბუქი, მათ შორის, ისიც, რომელიც სავარაუდოდ, არის იდენტიფიცირებული. აქაც გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობა, არაფერი არ აწუხებს, გამონაყარიც ალაგდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არ გახლავთ ასეთი რეკომენდაცია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები