9 ივნისს საერო და რელიგიური დღესასწაული „გარეჯობა 2022″ საზეიმოდ აღინიშნა

გარეჯის სახალხო დღესასწაული „გარეჯობა 2022″ 9 ივნისს საზეიმოდ აღინიშნა.

საერო და რელიგიური დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:
-საგამოფენო სივრცეები;
-საკონცერტო ნომრები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
-გაიმართა ჭიდაობა და დოღი.

დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ქართული კერძების მასტერკლასებს და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები და ტრადიციული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები