ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკურადაც აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ალბათ იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები, იყო ის, რომ გარკვეული გავლენა ჰქონოდათ ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამას საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ექნება, რადგან სახელმწიფოს პროგრესი მხოლოდ ერთი რეზოლუციით არ იზომება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტექნიკურ ნაწილში საქართველო იყო დაწინაურებული და გადაწყვეტილებები პოლიტიკურ საფუძველზე მიიღება, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურადაც აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. ამ ქვეყანაში ვერ ჭრიან და ვერ კერავენ საქმეებს ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს – ამ ქვეყანაში სამართლებრივი პროცესია და მას თავისი დრო სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები