არჩილ თალაკვაძე: ვერანაირი ხელფასი ვერ აანაზღაურებს სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან

????????????????????????????????????

„მივესალმებით, რომ სამინისტრომ გაზარდა ჯარისკაცების ხელფასი და ანაზღაურება, თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ ვერანაირი ხელფასი ვერ აანაზღაურებს სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ქართულ ჯარს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ჯარს და საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს. ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ საქართველოს მშვიდობას და უსაფრთხოებას, რომლებმაც მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იმსახურეს მშვიდობის და თავისუფლების დასაცავად.

მივესალმებით, რომ სამინისტრომ გაზარდა ჯარისკაცების ხელფასი და ანაზღაურება, თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ ვერანაირი ხელფასი ვერ აანაზღაურებს სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები