პუტინი: პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს იბრუნებდა, როგორც ჩანს, ეს ჩვენც წილად გვერგო

„პეტრე პირველი 21 წელი იბრძოდა ჩრდილოეთის ომში. თითქოს, ის ებრძოდა შვედეთს და რაღაცებს ართმევდა. არაფერს არ ართმევდა! ის იბრუნებდა!“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება რუსეთს წილად ერგო.

„პეტრე პირველი 21 წელი იბრძოდა ჩრდილოეთის ომში. თითქოს, ის ებრძოდა შვედეთს და რაღაცებს ართმევდა. არაფერს არ ართმევდა! ის იბრუნებდა! როდესაც პეტრე პირველმა დააარსა ახალი დედაქალაქი, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ აღიარა ეს ტერიტორია რუსეთად. ყველამ აღიარა, როგორც შვედეთი და უხსოვარი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ ფინო-ურიკ ხალხებთან ერთად. უფრო მეტიც, ეს ტერიტორია რუსეთის სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა. იგივეა დასავლეთის მიმართულებით. ის აბრუნებდა ტერიტორიებს. როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად რუსეთის ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება. თუ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს საბაზისო საფუძვლები ჩვენი არსებობის საფუძველს წარმოადგენენ, მაშინ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანების გადაჭრაში, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები