საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში – „ქალები კონფლიქტებში“ მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.
ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.
ღონისძიებაზე, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს,
აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.