სამხრეთ კორეის შენობაში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში, ქალაქ ტეგუში, ერთ-ერთ საოფისე შენობაში ხანძარს 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 46 დაშავდა.
ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი მეხანძრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
ათობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
რა გახდა შვიდსართულიან შენობაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.