პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს.
ამას გარდა, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის მხრიდან ძირითადი კითხვები უკრაინაში ომს შეეხება. ხოლო, მმართველი გუნდი ყურადღებას ნატოსთან დაკავშირებით არსებულ გეგმებზე გაამახვილებს.
“მინისტრის საათის“ ფორმატი მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.